ახალი ამბები

სურამში, სარაჯიშვილის ქუჩაზე მინი სტადიონის მოსაწყობად 143 000 ლარზე მეტი დაიხარჯება 

დაბა სურამში, სარაჯიშვილის ქუჩაზე, მინი სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს, – ინფორმაციას ამის შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

“ამ ეტაპზე, ტერიტორიის მავთულბადით შემოსაზღვრა მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, სტადიონის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია ფეხბურთის კარებისა და კალათბურთის ფარების მონტაჟი. იქნება ხელოვნური საფარი და თანამედროვე ტიპის განათება. ასეთი სივრცეების არსებობა ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და პოპულარიზაციას. ამიტომ, ვცდილობთ, რაც შეიძლება ბევრგან ავაშენოთ მინი სტადიონები”, – აღნიშნა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა.

უწყების ცნობით, მინი სტადიონის მოწყობა მოსახლეობის ინტერესების გათვალსიწინებით ხდება. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან  143 109 ლარი დაიხარჯება. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.