ახალი ამბები

გორში, მეეზოვეებს და მუშებს დღიური ხელფასი 3 ლარით მოუმატეს

გორში, მეეზოვეებს და მუშებს დღიური ხელფასი 3 ლარით მოუმატეს, – ამის შესახებ ინფორმაცია “მოზაიკას” კეთილმოწყობის სააგენტოში დაუდასტურეს.

“დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს, დაპირებისამებრ თებერვლის თვეში უკვე გაზრდილი ხელფასი ჩაერიცხათ. მეეზოვეების დღიური დარიცხული ხელფასი 31 ლარია, ხოლო დასუფთავების მუშების 34”, – გვითხრეს კეთილმოწყობის სააგენტოს პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებულებს ხელფასი 10%-ით პირველი იანვრიდან გაეზარდათ. ამ სიაში არ იყვნენ კეთილმოწყობის სააგენტოს მუშები და მეეზოვეები.

მას შემდეგ, რაც საკითხი მედიაში გაშუქდა, ადმინისტრაციამ მათთვის ხელფასის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

დატოვეთ კომენტარი