ახალი ამბები

სამწევრისში ეკლესიამდე და სასაფლაომდე გზა რკინა ბეტონით მოპირკეთდება

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სამწევრისში ეკლესიამდე და სასაფლაომდე გზა რკინა ბეტონით მოპირკეთდება.

სამუშაოების შესაძენად ტენდერი უკვე გამოცხადდა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გზის მოპირკეთებისთვის ბიუჯეტიდან 166 000 ლარი დაიხარჯება.

სამუშაოები, კომპანიასთან ხელშეკრულების დადებიდან 49 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი