ახალი ამბები

კასპში შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით ახალი ნერგები დაირგო

კასპში გამწვანების მორიგი აქცია გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მერია ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მუნიციპალიტეტს ნერგები ამჯერადაც ბუნების მკვლევართა კავშირმა „ორქისმა“ ჩამოუტანა, რომლებიც ნერგები მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებსა და საჯარო სკოლებს გადაეცათ.

“ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და კასპის მუნიციპალიტეტის მერია წლებია აქტიურად თანამშრომლობენ. კასპის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის შვედეთის მთავრობას ფინანსური უზრუნველყოფისთვის და „ორქისის“ ხელმძღვანელებს ჯანსაღი გარემოს შექმნაში აქტიური დახმარებისთვის”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში. 

უწყების ცნობითვე, გამწვანების აქციას კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილიც შეუერთდნენ.

“აქციის მიზანია საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და პასუხისმგებლობის გაზრდა.”

დატოვეთ კომენტარი