ქარელის მუნიციპალიტეტში 8 საბავშო ბაღის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა.
ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით, 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი აშენდება ქარელის 6 სოფელში:
- რუისში, ურბნისში, აბანოში, ქვენატკოცაში, ბრეთში და წვერში.
დოკუმენტაციის მიხედვით, 6 საბავშო ბაღის მშენებლობისთვის 10 930 929 ლარი დაიხარჯება.
მეორე ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით, 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი აშენდება 2 სოფელში:
- ხვედურეთში და მოხისში.
ამ ორი ბაღის მშენებლობაზე 3 873 700 ლარი დაიხარჯება.
ქარელის მუნიციპალიტეტში საბავშო ბაღების მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოები 15 კალენდარულ თვეში უნდა დასრულდეს.
დატოვეთ კომენტარი