სტატიები

გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებში საბავშვო ბაღები აშენდება – როგორ მოეწყობა შენობები 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანსა და კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში საბავშვო ბაღები აშენდება. საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისა და ამავე პროექტის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოებისთვის მუნიციპალურმა განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა. 

ორი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის მგფ-მა 3 643 643 ლარი გაითვალისწინა. შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები 15 თვეში უნდა დაასრულოს. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ვარიანსა და ოკამში უნდა აშენდეს  ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით, 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღები.

საბავშვო ბაღის შენობა გათვლილი უნდა იყოს 75 ბავშვზე (სამ ჯგუფზე) და უნდა მოიცავდეს შემდეგ სივრცეებს:

  • ცენტრალური შესასვლელი ტამბური;
  • ჰოლი;
  • ჯგუფის ოთახი 25 ბავშვზე [გასახდელი, სათამაშო/სასადილო სივრცე, საძინებელი , სან კვანძი, მინ. სამზარეულო (ბუფეტი)];
  • დირექტორის ოთახი;
  • პერსონალის ოთახი;
  • სანკვანძი პერსონალისათვის;
  • დამხმარე (სამეურნეო) სათავსო;
  • თეთრეულის შესანახი სათავსო;
  • დარბაზი (მუსიკალური და ფიზკულტურული მეცადინეობისათვის), ინვენტარის შესანახი სათავსოთი;
  • კვების ბლოკი;
  • სამედიცინო ოთახი/იზოლატორი;
  • საუთოვებელი და სამრეცხაო ოთახი;
  • დამლაგებლის ოთახი სველი წერტილით და სადეზინფექციო სათავსო;
  • სანიტარული კვანძი შ.შ.მ პირებისათვის;
  • მნის ოთახი;
  • დაცვის ოთახი.

ასევე დაგეგმილია სათამაშო ზონის მოწყობაც: 

“სათამაშო მოედნის მოწყობილობა უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის ასაკსა და სიმაღლეს, დამზადებული უნდა იქნეს გლუვზედაპირიანი, მაღალხარისხიანი რბილი მასალისაგან, ხოლო კონსტრუქციული გადაწყვეტა უნდა უზრუნველყოფდეს უსაფრთხო გამოყენებას, მყარად დამაგრებასა და ტრამვების თავიდან აცილებას, უნდა მოეწყოს სხვადასხვა სახის ატრაქციონები.  სათამაშო მოედანი უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სათანადო რაოდენობის საჩრდილობლებით ადრეული და სკოლამდელი აღზრდის ჯგუფებისათვის”, – ვკითხულობთ დოკუმენტაციაში. 

შესაბამისად მოეწყობა ეზოებიც: 

  • სასრიალო;
  • საქანელა; 
  • ასაძრომი აღჭურვილობა;
  • ქვიშის მოედანი;
  • სათამაშო სახლი;
  • სკამები/ დასაჯდომი ;
  • საცოცი-გასაძრომი კონსტრუქციებით;
  • მაგიდა სკამებით;
  • ბალანსის აღჭურვილობა;
  • პლატფორმა/სათამაშო მოედანი შემაღლებაზე;
  • სანაგვე ურნა;
  • წყლის დასალევი შადრევანი ე.წ სოკო, ბავშვების სიმაღლეზე მორგებული.
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.