ხაშურში, ივერიის ცენტრალური საფეხბურთო სტადიონისთვის საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესასყიდად ხაშურის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. ტექნიკის შესაძენად მერიამ 10 430 ლარი გაითვალისწინა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მერია საფეხბურთო კლუბისთვის 10 დასახელების ტექნიკასა და ნივთს შეიძენს.
“მოზაიკა” გთავაზობთ ტექნიკის ჩამონათვალს:
- ბარის მაცივარი;
- უთო;
- საუთავებელი მაგიდა;
- კომპაქტური საშრობი;
- წყლის დისპენსერი;
- ტელევიზორი საკიდით;
- სარეცხის მანქანა;
- მტვერსასრუტი;
- სახლის ტელეფონი.
სატენდერო პირობების მიხედვით, ტექნიკის მიწოდება შერჩეულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 დღეში უნდა უზრუნველყოს.
დატოვეთ კომენტარი