ახალი ამბები

63 წლის მამაკაცი 14 წლის გოგონაზე სექსუალურ ძალადობას უარყოფს – ადვოკატი

არანაირი დანაშაული ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს არ ჩაუდენია, – ამბობს თამარ თედლიაშვილი, რომელიც 14 წლის გოგონაზე სავარაუდოდ სექსუალური ძალადობისთვის დაკავებული მამაკაცის ადვოკატია.

როგორც თედლიაშვილი ამბობს, რომ 63 წლის მამაკაცი “ოქროს მოწმის” პირადი შურისძიების მსხვერპლია.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის შოკირებული. ვერანაირად ვერ აღიარებს იმ ქმედებას, რომელიც არ ჩაუდენია. ეს ყველაფერი არის “ოქროს მოწმის” შურისძიება და ამის მოტივებზე შემდეგში ვისაუბრებთ”, – განაცხადა თედლიაშვილმა.

მამაკაცს ოფიციალურად ბრალი დღეს წარედგინება.

დატოვეთ კომენტარი