ინციდენტი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის საჯარო სკოლაში. ერთ-ერთი პედაგოგი სამსახურიდან მოსწავლეზე ძალადობის გამო, გაათავისუფლეს.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს თანახმად, გეოგრაფიის პედაგოგმა მეშვიდე კლასის მოსწავლეებზე საგაკვეთილო პროცესის დროს ფიზიკურად იძალადა.
ფაქტის ამსახველი ვიდეო სკოლის მოსწავლეებმა ინტერნეტში გაავრცელეს, რის შემდეგაც პედაგოგი სკოლიდან გაათავისუფლეს. ფაქტის შესახებ სკოლის ადმინისტრაციამ საქმის კურსში ჩააყენა პოლიციაც.
დატოვეთ კომენტარი