ახალი ამბები

ვერხვების დასახლებაში ქურთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა შშმ პირს ეტლი გადასცა

ვერხვების დასახლებაში მცხოვრებ დევნილს ეტლი გადაეცა.

შშმ პირთან ადგილზე ქურთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მივიდა და გამგეობის მხარდაჭერა ოჯახს პირადად გამოუცხადა. ზვიად მინდიაშვილი ამბობს, რომ ასეთ კატეგორიას მუნიციპალიტეტი სისტემატურად ეხმარება და ამას მომავალშიც გააგრძელებს.

“შშმ პირის მამამ, ეტლის საჭიროების შესახებ განცხადებით მოგვმართა. დავაკმაყოფილეთ ოჯახის მოთხოვნა და ვერხვების დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ მალხაზ ზანგალაძის შვილს, სპეციალური ეტლი გადავეცით. ვფიქრობ, ჩვენი ეს მხარდაჭერა მისთვის გადაადგილების შესაძლებლობას გაამარტივებს. ვიმყოფებოდი ადგილზე, პირადად გავეცანი მის მდგომარეობას და მალე გამოჯანმრთელება ვუსურვე. გამგეობა მაქსიმალურად შეეცდება მომავალშიც გააგრძელოს იმ პირთა მხარდაჭერა, ვისაც ამის საჭიროება ექნება და ვინც განცხადებით მოგვმართავს “, – აღნიშნა ზვიად მინდიაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.