გორის, ხაშურის, ქარელისა და კასპის მერიები სატელეფონო მომსახურებაში ყოველწლიურად 80 000 ლარზე მეტს ხარჯავენ. აღნიშნულ მომსახურებას კომპანია “მაგთიკომისგან” ყიდულობენ. თანხაში შედის როგორც მერიების, ისე საკრებულოების თანამშრომელთა სატელეფონო მომსახურების უზრუნველყოფა.
გორის მერია
გორის მერია ერთ წელში სატელეფონო მომსახურებისთვის 44 000 ლარს დახარჯავს. ხელშეკრულება კომპანიასთან 2024 წლის 31 იანვრამდე გააფორმა.
ხაშურის მერია
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია სატელეფონო მომსახურებისთვის 16 608 ლარს გადაიხდის. თებერვალი ამ მიმართულებით უწყებამ 1138 ლარი დახარჯა.
ქარელის მერია
ქარელის მუნიციპალიტეტის მერიას თებერვალსა და მარტში 2120 ლარი აქვს გადახდილი. ერთ წელში კი ამ მიმართულებით 15 000 ლარს დახარჯავს.
კასპის მერია
1541 ლარი დახარჯა ორ თვეში კასპის მერიამ სატელეფონო მომსახურებაში. ერთ წლის განმავლობაში კი კომპანია მაგთიკომს 11 700 ლარს გადაუხდის.