ახალი ამბები

ერისთავის თეატრი იუნესკოს თეატრების ინსტიტუტთან ერთად ფესტივალს მართავს

თეატრის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული დრამატულ თეატრი და იუნესკოს თეატრების საერთაშორისო ინსტიტუტი, საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს “თეატრი + ვიდეო” წარმოადგენს.

ერისთავის თეატრის ინფორმაციით, ფესტივალი 4 დღეს გაგრძელდება და მის ფარგლებში მოხდება საქართველოს თეატრების მუზეუმების პირველი შეკრება და პროფესიული პლატფორმის შექმნა.

“ასევე მოეწყობა მიზნობრივი პრეზენტაციები და ვიდეო ჩვენებები. 27, 28 და 29 მარტს ფესტივალის სამუშაო დღეებს, 2 სპექტაკლის საპრემიერო ჩვენებით დახურავს, ერისთავის თეატრი”. 

დღეს ნაჩვენები იქნება ნიკოლოზ ჰაინე-შველიძეს წარმოდგენა ,,მე მოვალ-სიზმარი”.

“ეს მონოსპექტაკლი გალაკტიონის ლექსებსა და ჩანაწერებზე აგებული წარმოდგენაა, რომელიც უპირველსად ჩაფიქრებულია, როგორც ერთგვარი გზამკვლევი მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის მეოცე საუკუნის უდიდესი ქართველი პოეტის რთულ და წინააღმდეგობით აღსავსე სამყაროში გასარკვევად. ინსცენირების ავტორი  გიორგი ლობჟანიძეა.”

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.