სტატიები

ქარელის მერიის ტენდერებში გამარჯვებულმა კომპანიამ სამ წელში 1 300 000 ლარამდე მიიღო 

1 300 000 ლარამდე სამ წელში – ეს თანხა შპს “საქართველოს კომპანიამ” ქარელის მერიისგან სხვდასხვა წლებში მიიღო. 

აღნიშნული კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წლის მფლობელი მამუკა ჩიბირაშვილია, რომელიც ასევე 50 %-იან წილს ფლობს შპს “ახალ სამშენებლოში”, რომლის დირექტორს, 2021 წელს “ქართული ოცნებისთვის” 5000 ლარი აქვს შეწირული. აღნიშნული კომპანია ხშირად იმარჯვებს ქარელის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებშიც. 

რაც შეეხება, შპს “საქართველოს კომპანიას” მასთან ქარელის მერიას ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს როგორც ელექტრონული ტენდერების, ასევე გამარტივებული და კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში. 2020 წლიდან 2023 წლის ჩათვლით აღნიშნულმა კომპანიამ 1 281 198 ლარის ხელშეკრულება გააფორმა ქარელის მერიასთან. 

ერთ-ერთი ბოლო ხელშეკრულება კომპანიამ 11 იანვარს გააფორმა, რომლის ფარგლებშიც ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს. 

ქარელის მერია მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის კომპანიას 592 502 ლარს გადაუხდის 

აღსანიშნავია, რომ ამ მომსახურებას ქარელის მერიას 2021 წლიდან ყოველთვის შპს “საქართველოს კომპანია” უწევს. ამავე კომპანიასთან ფიქსირდება ერთ-ერთი ვადაგადაცილებული ხელშეკრულება, რომელშიც 2020 წელს ქარელის მერიამ 5749 ლარი გადაიხადა. ვადა გადაცილებული დღეების რაოდენობა 915 დღეა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.