კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში ომარ კელაპტრიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმის ეზოს და ფასადის ნაწილობრივი რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა.
სამუშაოებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას 16 477 ლარი აქვს გათვალისწინებული.
პროექტის მიხედვით დაგეგმილია ეზოს მოპირკეთება ბალზატის ფილებით, ასევე შენობის ფასადის შეღებვა მაღალხარისხიანია საღებავით.
სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღეში უნდა დაასრულოს.
დატოვეთ კომენტარი