წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დღეს 22 მარტს, ხაშურის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა, – ინფორმაციას ხაშურის მერია ავრცელებს.
აქციის ფარგლებში დასუფთავდა ხცისის გადასახვევთან, მტკვრისა და სურამულას შესართავთან არსებული ტერიტორია, ჩუმათელეთის მიმდებარედ, ავტობანზე არსებული მონაკვეთი, გაგარინის ქუჩა და ძველ ბაზართან არსებული მდინარე სურამულას სანაპირო.
“დასუფთავების აქციაში, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან ერთად, ჩართული იყო ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი, ტერიტორიებს, ასევე, ასუფთავებდნენ ა(ა) იპ „ხაშურსერვისის“ წარმომადგენლები და „ სოციალურად დაუცველების დასაქმების ქვე -პროგრამის“ ფარგლებში მომუშავე პირები”, – ნათქვამია ხაშურის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აქცია, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“, კამპანია „ლურჯი ნაკადულის“ ფარგლებში განხორციელდა.