დაბა სურამში, გვერდისუბნის დასახლებაში, ამაღლების ქუჩაზე სკვერი მოეწყობა.
სამუშაობისთვის ტენდერი ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა, რისთვისაც 107 369 ლარი გაითვალისწინა.
პროექტის მიხედვით, სკვერში მოეწყობა ბეტონის ქვაფენილით სავალი ზოლები ჯამში 288 მ2.
“სავალი ნაწილების შუაში დარჩება ადგილი გასამწვანებელი ტერიტორიისათვის 20 მ2, სკვერის შუაში მოეწყობა საბავშო კუთხე სადაც დაიგება კაუჩუკის ფილები 61 მ2, რაზეც დამონტაჟდება საბავშო ატრაქციონები, ბეტონის ქვაფენილი და კაუჩუკის ფილები მოეწყობა დრაქციული ღორღის საფუძველზე ხოლო გვერდებზე მოეწყობა დაწვენილი დეკორატიული ბორდიული, საბავშო მოედნის გვერდით მოეწყობა დასასვენებელი ფანჩატყრი მაგიდით, ქვაფენილის ირგვლივ დამონტაჯება საპარკე სკამები და ნაგვის დეკორატიული ურნები, დასასვენებელ სკვერში მოეწყობა დეკორატიული ღამის განათებები, განათების ელექტრო მომარადების სადენები მოეწყობა გრუნტში შესაბამისი სტანდარტით, დასასვენებელი სკვერის ტერიტორია შემოიღობება ჩ შემოიღობება დეკორატიული ღობით”, – ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.
სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეში უნდა დაასრულოს.