სტატიები

ხიდები, რომლებიც რეაბილიტაციიდან რამდენიმე თვეში დაზიანდა – მიზეზები და შედეგბი 

სურამის ხიდი რეაბილიტაციიდან ერთ თვეში დაზიანდა”, “ქარელის ხიდს ისევ არემონტებენ”, – ეს მასალები “მოზაიკამ” სხვადასხვა დროს მოამზადა, რადგან რამდენიმე წლიანი რეაბილიტაციის შემდეგ გახსნილი ხიდები, მალე დაზიანდა და საჭირო გახდა სამუშაოების ხელახლა ჩატარება. 

რა მოხდა ქარელის ხიდის შემთხვევაში: 

ქარელის საავტომობილო ხიდის რეაბილიტაცია სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, სამუშაოები 2022 წლის ივლისში დასრულდა, თუმცა რეაბილიტირებული ხიდი 6 თვეში დაზიანდა. 

“ამინდები გამოვა თუ არა, ხიდს მიეხედება”, – ამბობდა ქარელის მერი, ზაზა გულიაშვილი. 

აღნიშნულ ხიდზე სამუშაოები ერთი კვირის წინ განახლდა. სამუშაობს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ასრულებს. მანამდე ტედერით შერჩეულ კომპანიას 1 089 196 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმეს, რომელსაც სამუშოების დასასრულებად ვადა რამდენჯერმე გადაუწიეს, რის გამოც სამუშაოები 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

რა მოხდა სურამის ხიდის შემთხვევაში? 

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში სამანქანო ხიდი რეაბილიტაციიდან ერთ თვეში დაზიანდა. 

აღნიშნულ ხიდზე სამუშაობი 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ დროის განმავლობაში აღნიშნულ მონაკვეთზე ხშირად ხდებოდა ავტოსაგზაო შემთხვევებიც. ხიდის მშენებლობა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დაიწყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ტენდერით შერჩეულმა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, რის გამოც ამ დროულად ვერ დასრულდა. 

“ტენდერში გამარჯვებული კომპანია არ აღმოჩნდა კეთილსინდისიერი, აქედან გამომდინარე ეს პრობლემა შეიქმნა. რა თქმა უნდა მოსახლეობას აქვს სამართლიანი პრეტენზია, მაგრამ როცა დიდი საქმე კეთდება, პრობლემები გარდაუვალია”, – ამბობდა ზაალ დუგლაძე 2 თვის წინ.

ხაშურის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის, ეკატერინე პაპუაშვილის თქმით, ხიდის აღსადგენად სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა.

“ჩაიწია რაღაც მონაკვეთებზე, ისევ ორმოები გაჩნდა და ჯერ არ დაწყებულა აღდგენის სამუშაოები. მანქანები კი ისევ გადაადგილდებიან, მაგრამ შედეგი რა იქნება, კაცმა არ იცის”, – გვითხრა ეკატერინე პაპუაშვილმა. 

“მოზაიკას” საავტომობილო გზების დეპარტამენტში უთხრეს, რომ დაზიანებული ადგილების შეკეთებას კონტრაქტორი კომპანია ასრულებს. 

“ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს და დაზიანებულ ადგილზეც კონტრაქტორი კომპანია განახორციელებს აღადგენით სამუშაოებს”, – გვითხრეს უწყებაში. 

ინფორმაციისთვის, ხიდის სამშენებლო სამუშაოები შპს “საქართველოს სამშენებლო კომპანიამ შეასრულა”.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.