ხაშურში, აღმაშენებლის ქუჩაზე შუქნიშნების და კამერების დაყენებას ითხოვენ. ადგილობრივების ინფორმაციით, გზის ამ მონაკვეთზე საგზაო ინფრასქტრუქტურა მოსაწყობია.
“აღმაშენებელი რომ დაიტვირთა და არავინ ყურადღებას აქცევს, დღესაც მოხდა ავარია, მადლობა ღმერთს, მსხვერპლი არ იყო. ან შუქნიშნები დააყენონ ან კამერები, საშინელი მდგომარეობაა. ფეხით სიარული ხომ შეუძლებელია, ტროტუარიც კი არ არის. ასე უპატრონოდ როდემდე უნდა ვიყვეთ”, – წერს ერთ-ერთი მოქალაქე, დოდო გულიტაშვილი.
ხაშურის მერიის პრესსამსახურის უფროსის ნინო სუხიაშვილის განმარტებით, აღნიშნული საკითხი განხილვაშია.
“განთავსდება შუქნიშანი აღმაშენებელზე. მეტი დეტალი ამ დროისთვის არ არის გარკვეული”, – გვითხრა სუხიაშვილმა.
დატოვეთ კომენტარი