ახალი ამბები

ხაშურის კინოთეატრში  ტექნიკის დამონტაჟება 6 თვეში უნდა დასრულდეს

ხაშურში კინოთეატრში  ტექნიკის დამონტაჟება 6 თვეში უნდა დასრულდეს.

 შპს”კავეა საბურათალოსა” და შპს “ივერიას” შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ტექნიკის დამონტაჟებაზე დაახლოებით 500 000 ლარი დაიხარჯება. 

სამოქალაქო აქტივისტის ზაზა მეხრიშვილის ინფორმაციით, კინოთეატში 2 დარბაზი იქნება, რომელიც 50 კაცზე იქნება გათვლილი. მისივე თქმით, კინოთეატრი თანამედროვე ტექნიკით იქნება აღჭურვილი და 3D ჩვენებით იქნება.

“იდეის ავტორი გახლავთ ვალერი გელაშვილი. მას უნდოდა, რომ ძველი კინოს ადგილზე თანამედროვე კინოთეატრი გაეკეთებინა”, – გვითხრა ზაზა მეხრიშვილმა.

დატოვეთ კომენტარი