გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატი დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ფიქრობს, რომ მთავრობისა და მისი მეთურის გადადგომას აზრი არ აქვს. გიორგი ხოჯევანიშვილის აზრით, არსებულვვვითარებას მხოლოდ არჩევნები შეცვლის. მისი თქმით, პარლამეტნში წარმოდგენილი პოლიტიკური ძალები ხალხის საჭიროებებზე ზრუნვის ნაცვლად, დაპირისპირებებში არიან ჩართულები.
“ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ არცერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც პარლამენტშია წარმოდგენილი და ვინც დღეს ამ მასკარადში მონაწილეობს, არ ფიქრობს ხალხის საჭიროებებზე, არ არის ორიენტირებული იმ პრობლემებზე, რომელიც ხალხს აწუხებს. ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნების გზით უნდა დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია და ეს იქნება უახლოეს არჩევნებზე. მთავრობის გადადგომას დღეს არანაირი აზრი არ აქვს, იმდენად დისკრედიტირებულია მთლიანად ხელისუფლება და სამთავრობო გუნდი. ამიტომ ცვლილებები უნდა მოხდეს არჩევნების გზით”, – ამბობს გიორგი ხოჯევანიშვილი.