ქარელის მერიამ საცურაო აუზის შენობაში კიდევ ერთი სატრენაჟორო სივრცის მოწყობა გადაწყვიტა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 118 000 ლარი დაიხარჯება. უწყებამ შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა.
საცურაო აუზის ადმინისტრატორი ამბობს, რომ დამატებითი სატრენაჟორო სივრცის მოწყობა ხალხის მოთხოვნა იყო.
“ტრენაჟორების დამატება ხალხის მოთხოვნა იყო. ამ ეტაპზე სატრენაჟორო დარბაზით 120 ადამიანი სარგებლობს”, – გვითხრა ლალი ელანდიშვილმა.
ინფორმაციისთვის, საცურაო აუზის აშენებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. მისი შენახვისთვის კი, წლიურად 500 000 ლარის დახარჯვა იგეგმება.
დატოვეთ კომენტარი