ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია “ივერიის” სტადიონისთვის ინვეტარის შეძენას აპირებს. ამ მიმართულებით, უწყება ადგილობრივი ბიუჯეტიდან 19 185 ლარის დახარჯვას გეგმავს.
ცნობილია იმ ნივთების ჩამონათვალიც, რომლის შესყიდვაც დაგეგმილია. როგორც ირკვევა, ახალი ინვენტარი გასახდელებისა და საშხაპეებისთვისაა განკუთვნილი.
რის ყიდვას აპირებს ხაშურის მერია:
- ელეტრო ზარი, ბარიერი, დეზობარიერი, ფეხსაწმენდი;
- სარკე გასახდელებისთვის, სარკე გარე სველი წერტილებისთვის, სარკე აბაზანისთვის;
- აბაზანისთვის ქაღალდის დამჭერი. იატაკის საწმენდი მოპი, ჯაგრისი პლასტიკის მაღალი სახე, “შტანგა” პირსახოცისთვის;
- ნარჩენების შესაკრები კონტეინერი, ნარჩენების შესაკრები ურნა, სეპარირებული ნაგვის ურნა;
- საოფისე სანაგვე ურნა მეტალის ბადით, ურნა/საფერფლე;
- დაფა ბორმარკერის და ფლიპჩარტის, ორმხრივი, გორგოლაჭზე;
- კედლის საათი. კედლის ციფრული საათი;
დატოვეთ კომენტარი