კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მისალოცად, სასაჩუქრე (სურსათი) პაკეტების შესაძენად, კასპის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.
სასურსათო პაკეტები თელიანის და მეტეხის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ ოჯახებს გადაეცემა.
სასურსათო პაკეტში შედის:
- პასკა;
- 30 ცალი კვერცხი;
- ქათამი 2 კგ;
- ზეთი 3 ლიტრი;
- შაქარი 2 კგ;
- შოკოლადის კანფეტი 1 კგ;
- შესქელებული რძე 2 ცალი.
მერიამ 362 შეკვრა სასურსათო პაკეტის შესაძენად 31 892 ლარი გაითვალისწინა. შერჩეულმა კომპანიამ პაკეტების მიწოდება 2023 წლის 11 აპრილამდე უნდა უზრუნველყოს.
დატოვეთ კომენტარი