ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში და დაბა აგარაში ადმინისტრაციულ შენობებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სამუშაოებისთვის შესაბამისი ტენდერები უკვე გამოცხადდა.
სამუშაოებისთვის ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ საერთო ჯამში 222 771 ლარი გაითვალისწინა.
- დირბის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია – 105 771 ლარი;
- აგარის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია – 116 773 ლარი.
სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიებმა აღნიშნული სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმეებიდან 147 დღეში უნდა დაასრულოს.
დატოვეთ კომენტარი