ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცაში ქარელის მერიამ 2 წლის წინ სკვერი გააკეთა. გეგმის მიხედვით, სკვერში საბავშო ატრაქციონები უნდა გაეკეთებინათ, თუმცა მერიამ ამ დრომდე მხოლოდ ოთხი სკამის დადგმა შეძლო.
“ქვენატკოცაში გააკეთეს პარკი, ვითომ შემოღობეს, 4 სკამი დადგეს და შებელი დაყარეს. 2 წელია, რაც გაკეთდა და ორჯერ არავინ შესულა მაგ სკვერში, ვითარების სანახავად”, -გვიყვება ერთ-ერთი ადგილობრივი.
სკვერში დაუმთავრებელ სამუშაოებს აგარის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელიც ადასტურებს.
“აღნიშნულ სკვერში იგეგმება ატაქციონების ჩადგმაც”, – გვითხრა თეიმურაზ ხმალაძემ.
ადგილობრივებმა სკვერის მოწყობა საკრებულოშიც მოითხოვეს, თუმცა ამ დრომდე, სამუშაოების განახლების ზუსტი გეგმა ცნობილი არაა.
რაც შეეხება ქარელის მერიას, უწყება ამბობს, რომ 2 წლის წინ დაწყებულ და ამ დრომდე დაუმთავრებელ სამუშაოებზე კომენტარის გაკეთება არ სურთ.