ხაშურის #2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი ამერიკაში გაემგზავრა. ქეთევან გოგალაძე გაცვლითი პროგრამის “Access Exchange” 2023 წლის მონაწილე გახდა.
“3 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით ქეთევანი პროგრამის ფარგლებში დაესწრება ორკვირიან პროფესიული განვითარების კურსს აშშ-ს მასპინძელ უნივერსიტეტში, ვაშინგტონში და შემდეგ გაემგზავრება პორტლენდში, ორეგონში, რათა დაესწროს ერთკვირიან პროგრამას, 2023 TESOL International convention-ს”, – ამბობს სკოლის ადმინისტრაცია.
გაცვლითი პროგრამა მიზნად ისახავს მსოფლიოს ოცდახუთი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის კომუნიკაციას, გამოცდილების გაზიარებას, ადგილობრივი სკოლების გაცნობას და პრაქტიკული ცოდნით და უნარებით მასწავლებელთა აღჭურვას.
პროგრამა სრულად ფინანსდება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.