მასობრივი პროტესტის შემდეგ, მმართველმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება გაუწვიოს რუსული კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ. “ქართულმა ოცნებამ” და “ხალხის ძალამ” ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
“ჩვენ ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ მშვიდობას, სიმშვიდესა და ეკონომიკურ განვითარებას ჩვენს ქვეყანაში, ისევე, როგორც საქართველოს წინსვლას ევროპული ინტეგრაციის გზაზე. შესაბამისად, აუცილებელია, თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ენერგია არა დაპირისპირებაზე, არამედ ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებაზე დაიხარჯოს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, როგორც საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე პასუხისმგებელმა მმართველმა ძალამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი”, – წერია პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.