ახალი ამბები

დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი ხაშურის იზოლატორშია – რას ედავებიან ალექსანდრე მილორავას

თბილისში, აქციის დროს დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი, ალექსანდრე მილორავა ხაშურის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. მის და სხვა დაკავებულების ადგილსამყოფელს ახლობლები და უფლებადამცველები ვერ ადგენდნენ. 

მის უფლებებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ალექსი მერებაშვილი იცავს. 

“ალექსანდრე მილორავას ედავებიან ადმ. კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს, თავს კარგად გრძნობს, წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს, მისი დაკავება მოხდა გვიან ღამით, მას პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, სავარაუდოდ, 48 სთ-ს გატარება მოუწევთ დაკავებულებს იზლლატორში”, – ამბობს ლექსო მერებაშვილი.

დატოვეთ კომენტარი