ახალი ამბები

“რაც შემეძლო ავახიე” – ირმა ამბარდნიშვილმა გორში გაკრული პლაკატები ჩამოხსნა 

პედაგოგი და საკრებულოს ყოფილი წევრი, ირმა ამბარდნიშვილი წერს, რომ გორში სხდასხვა ადგილას გაკრული პლაკატები, რომლებიც სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორის დისკრეტიტაციისთვის გააკრეს, ჩამოხსნა. 

“დილაუთენია მისულ თონის მცხობელებს მთელ კედლებზე დახვდათ გაკრული ეს უმსგავსო, პროვოკაციული პლაკატები, ასევე გაკრულია ავტობუსის მოსაცდელებზე. რაც შემეძლო ავახიე, ძალა, ენთუზიაზმი არ დაუშურებიათ წუხელ გორის ქართული ოცნების აქტივისტებს!  ეგ წებო, პლაკატების დასაბეჭდი ფული საიდან?  საინტერესოა, კამერების ჩანაწერები ვინ არიან ჩვენი “ყოჩაღი” გოგო- ბიჭები?”, – წერს ირმა ამბარდნიშვილი 

დატოვეთ კომენტარი