ახალი ამბები

ქვენატკოცაში გზის ასფალტირება დაიწყო

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცაში გზის ასფალტირების სამუშაოები დაიწყო.

პროექტის ფარგლებში ასფალტი 5 ქუჩაზე დაიგება.

ამჟამად 4 ქუჩაზე – გზის მოსამზადებელი სამუშაოები, ერთ ქუჩაზე კი უკვე ასფალტის დაგება მიმდინარეობს. სამუშაოებს ასრულებს შპს „ჰედეფ ჯორჯია“.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

დატოვეთ კომენტარი