ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში ადგილობრივები მთავარ მოსაგვარებელ პრობლემად სასმელი წყლის სისტემის მოწყობას, კანალიზაციის სისტემის მოწყობას და შიდა გზების მოწესრიგებას მიიჩნევენ.
პრიორიტეტული საკითხების გამოსავლენად, გამოკითხვა სოციალურ ქელში, რუისის ერთ – ერთ ჯგუფში ჩატარდა.
- გამოკითხული მოსახლეობის 26% – შიდა გზების მოწესრიგება სურს;
- 21% წყლის და კანალიზაციის სისტემის მოწყობა.
გამოკითხვის შედეგად ასევე გაირკვა, რომ რუისში არ არის გამართული სამედიცინო პუნქტი, რომელიც ყოველდღიურად მოემსახურება სოფლის მოსახლეობას. გამოკითხვაში 300-მა ადგილობრივმა მიიღო მონაწილეობა.
დატოვეთ კომენტარი