ხაშურის მუნიციპალიტეტის სამ სკოლაში, დიდთოვლობის გამო, სასწავლო პროცესი ერთი დღით შეწყდა, – ამის შესახებ “მოზაიკას” ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ზვიად გოგუაძემ უთხრა.
საუბარია ტკოცის, ბროლოსნის და ცოცხნარის სკოლებზე, სადაც გაცდენილი დღე შაბათი დღის ხარჯზე ანაზღაურდება.
“ექსტრემალური სიტუაციის გამო გაცდა ერთი სასწავლო დღე, რომელიც ანაზღაურდება შაბათი დღის ხარჯზე” – განმარტა ზვიად გოგუაძემ.
დატოვეთ კომენტარი