ახალი ამბები

“არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველოში კიდევ ერთი პრეზიდენტი მოკლან” – ენმ 

“საქართველოს მთავრობა კლავს ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველოში კიდევ ერთი პრეზიდენტი მოკლან”, – განაცხადა ეკატერინე პაპუაშვილმა, ხაშურში მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს. 

ენმ-ს წევრები და მხარდამჭერები ხაშურში საპროტესტო აქციას მართავენ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად. 

“დარწმუნებული ვარ, დღეს ყველა აქ მყოფი ფიქრობს, რომ ეს არ უნდა დავუშვათ, რომ კიდევ ერთი პრეზიდენტის სიკვდილის სირცხვილი ჰქონდეთ სატარებელი მომავალ თაობას. ასე ფიქრობენ სხვებიც, რომლებიც დღეს აქ არ არიან, იმიტომ რომ სამსახურები ვერ დატოვეს,ასევე არიან ისეთებიც, რომლებსაც გამოჩენა არ უნდათ, მაგრამ მხარს უჭერენ მიხეილ სააკაშვილს”, – განაცხადა ეკატერინე პაპუაშვილმა. 

“თავისუფლება მიშას” , – ესაა აქციის მთავარი მოთხოვნა, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აჟღერებენ. 

დატოვეთ კომენტარი