ახალი ამბები

ქარელის საკრებულო თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულებისთვის ნივთებს აგროვებს

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო თურქეთში მიწისძვრით დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად ნივთებს აგროვებს, – ინფორმაციას  ქარელის საკრებულოს ფეისბუქ გვერდი ავრცელებს

“გროვდება მედიკამენტები, საკვები პროდუქტები და ფულადი შეწირულობა. დახმარების მსურველებმა გთხოვთ, მოგვაკითხოთ მისამართზე: ქალაქი ქარელი, ნინოშვილის ქუჩა #3, ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა”, – ნათქვამია განცხადებაში. 

დატოვეთ კომენტარი