გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში, გმირების მემორიალთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, – ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, მემორიალამდე მისასვლელ გზასთან ერთად მიმდინარეობს სოფლის შიდა საუბნო გზების მოწყობა.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა ასფალტის საფარი, სანიაღვრეები, მიერთებები და ეზოებში შესასვლელები.
სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 2 728 მეტრს შეადგენს, სამუშაოების ღირებულება კი 2 039 829 ლარია.
დატოვეთ კომენტარი