ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში გომსა და ხიდისყურში, სოფლის პროგრამით გამოყოფილი თანხით სასაფლაო მოწესრიგდება.
როგორც გომის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელი გენადი გელაშვილი ამბობს, მოსახლეობა აღნიშნულ გადაწყვეტილებას დაეთანხმა.
“გომში 20 ათასია გამოყოფილი ხიდისყურზე 10 ათასი ჯამში 30 ათასი ლარი,რომელიც მოხმარდება სასაფლაოს გარღვეული ღობის შეკეთებას. ჩვენ ბევრ თანასოფლელთან უკვე ვისაუბრე და დადებითად შეხვდნენ ამ მოსაზრებას. დიდი სურვილია გავაერთიანოთ გომისა და ხიდისყურისათვის გამოყოფილი თანხა და მივმართოთ ჩვენი სოფლის სასაფლაოს სრული რეაბილიტაციისკენ. კერძოდ, აღვადგინოთ შემორღვეული რკინის ღობე, ავამოქმედოთ სასაფლაოზე არსებული ჭა, სადაც შევძლებთ ტექნიკური წყალი გვქონდეს 24 საათის განმავლობაში, განვათავსოთ რამდენიმე ერთეული საპირფარეშო და ასევე რამდენიმე ერთეული იზოლირებული ნაგავსაყრელი, რათა არ გაჩნდეს ცეცხლის კერა, ავაშენოთ პატარა საიარაღო, სადაც გვექნება ყველა ის ინვენტარი, რაც აუცილებელია სასაფლაოსთვის, მინიმუმ, სასაფლაომდე მივიყვანოთ გარეგანათება”, – ამბობს გენადი გელაშვილი.
მისივე თქმით, სოფლის კრებაზე რამდენიმე ადგილობრივს ეზოების წინ სკვერის მოწყობა უნდოდა, თუმცა საბოლოოდ მხარი სასაფლაოს კეთილმოწყობას დაუჭირეს.