ხაშურის მუნიციპალიტეტში 3 სოფელში ალში, გომსა და ახალუბანში გზები მოწესრიგდება, რაშიც ხაშურის მერია მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს. სამუშაოების შესასყიდად მერიამ ტენდერი გამოაცხადა.
- სოფელ ალში სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის 645 827 ლარი დაიხარჯება;
- სოფელ ახალუბანში გზის რეაბილიტაციაში 426 811 ლარი;
- ხოლო სოფელ გომში გზის რეაბილიტაციისთვის 118 169 ლარია გათვალისწინებული.
დატოვეთ კომენტარი