ახალი ამბები

“ქარელში დირექტორობისთვის საჭირო მოქმედ სერტიფიკატს 22 დირექტორი ფლობს” 

“დირექტორობისთვის საჭირო მოქმედ სერტიფიკატს 22 დირექტორი ფლობს”, – უთხრა “მოზაიკას” ქარელის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსმა. 

როგორც გიორგი კობახიძე ამბობს, მათ გამოცდა 2014 წელს ჩააბარეს. 

“ქარელის 35 საჯარო სკოლის 22 დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს გამოცდის გავლა აღარ დასჭირდათ, რადგან მათ სერთიფიკატები 2014 წელს აიღეს ,დარჩენილი სკოლების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთაგან გამოცდაზე რამდენი გავიდა, არ ვიცი,”, – გვითხრა გიორგი კობახიძემ.

ამ დროისთვის, არჩეული დირექტორი ქარელის 35 საჯარო სკოლას არ ჰყავს. 

“ისინი ყველანი მოვალეობის შემსრულებენი არიან. გამოცდების შემდეგ ამ 35 ადგილზე გამოცხადდება კონკურსი და დირექტორებს აირჩევს სკოლის სამეურვეო საბჭო. დირექტორების არჩევა ხდება 6 წლის ვადით”.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 22 იანვარს ატესტაციის ჩასაბარებლად საქართველოს მასშტაბით 3 205 დირექტორობის მსურველი დარეგისტრირდა, გამოცდაზე კი 1839 აპლიკანტი გამოცხადდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი