ახალი ამბები

მონაზონზე ძალადობისთვის დაკავებულთა სასამართლო პროცესი 2 თვით გადაიდო

მონაზონზე ძალადობისთვის დაკავებულთა პროცესი კიდევ 2 თვით გადაიდო. სასამართლო დღეს, 23 იანვარს უნდა ჩატარებულიყო. 

დაკავებულების ინტერესებს სასამართლოში სახაზინო ადვოკატი იცავს. მისი განმარტებით, პროცესი მარტის ბოლომდე გადაიდო. 

“გადაიდო მარტის ბოლომდე, ჯერჯერბით სხვა არაფერია ცნობილი”, – განაცხადა გიგა ჯეირანაშვილმა. 

ინფორმაციისთვის, ცხამუხის დედათა მონასტრის 70 წლის მონაზონზე ძალადობისთვის ორი პირი გასული წლის ნოემბერში დააკავეს. მათ გაუპატიურება და დაყაჩაღება ედებათ ბრალად. ისინი ბრალს არ აღიარებნენ. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.