ქვენატკოცაში იმ ხიდის მოაჯირის აღგენას ითხოვენ, რომელიც ახალი წლის საღამოს მომხდარი ავარიის დროს დაზიანდა.
კერძოდ, როგორც ადგილობრივები ამბობენ, 1-ელ იანვარს, ხიდიდან მანქანა გადავარდა.
“მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარეში გადავარდა. საბედნიეროდ გადარჩა, არ დაზიანებულა”, – გვითხრეს სოფელში.
ადგილობრივები დაზიანებული მოაჯირის აღდგენას ითხოვენ.
“აუცილებელი ხომ არ არის, კიდე ვინმე რომ დაშავდეს და შემდეგ გააკეთონ?! ხიდზე ყოველდღიურად დადის ტრანსპორტი და საჭიროა მოაჯირის დროულად აღდგენა”, – ამბობს თამარ მაისურაძე.
დატოვეთ კომენტარი