ქარელის მუნიციპალიტეტის მერია 8 სოფელში გზების მოწესრიგებას გეგმავს. რუისში, ქვენატკოცაში, აგარაში, დირბში, ხვედურეთში, ქობესაანთუბანში, საციხურსა და ძლევიჯვარში გზებს მოაწესრიგებისთვის უწყებამ 4 817 390 ლარი გამოყო.
მერიამ უკვე განსაზღვრა, ამ სოფლებშის გზების რომელ მონაკვეთებს მოაპირკეთებს.
- სოფელ ქვენატკოცაში გზების მოასფალტებისთვის 931 528 ლარი დაიხარჯება;
- საციხური აბანო კოდის გზის რეაბილიტაციას 422 140 00 ლარი მომხარდება;
- აგარაში გზის მოასფალტებისთვის 1 021 026 00 ლარია გამოყოფილი;
- სოფელ ძლევიჯვარში გზის მოასფალტების სამუშაოებისთვის 958 753 00 ლარია გათვალისწინებული;
- სოფელ რუისში გზის მოასფალტებას 448 090 00 ლარი მომხმარდება;
- სოფელ ქობესაანთუბანში გზის მოასფალტებაზე 494 910 ლარი დაიხარჯება;
- სოფელ ბებნისის ტბის გვერდით გზის მოასფალტებისთვის 342 770 ლარია გამყოფილი;
- ქვემო ხვედურეთში შიდა გზის მოასფალტებისთვის 240 070 ლარია გათვალისწინებული;
- სოფელ დირბში შიდა გზის მოასფალტების სამუშაოეს 295 880 ლარი მოხმარდება;
სოფლებში გზების მოწესრიგებისთვის, ქარელის მერიამ ტენდერი უკვე გამაცხადა.
დატოვეთ კომენტარი