ახალი ამბები

“გორის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი მალე აღდგება” – სააგენტო

გორის მუნიციპალიტეტის სამ საბავშვო ბაღში, გათბობის სისტემის გაუმართაობის გამო, სააღმზრდელო პროცესი შეჩერეულია.

სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ინფორმაციით, ბაღებში გათბობის სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს და სააღმზრდელო პროცესი უახლოეს დღეებში განახლდება.

“გორის N1, N14 და დიცის საბავშვო ბაღში მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და ამ დრომდე სასწავლო პროცესი შეჩერებულია. დიცში გაყვანილობაა შესაცვლელი, დანარჩენ ორ ბაღში გათბობის ქვაბის კონკრეტული ნაწილი და ძალიან მალე აღდგება სააღმზრდელო პროცესი. დიდიხნით არ დაკეტილა არცერთი ბაღი”, – განმარტავენ სააგენტოში.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.