გორის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა იწყება, – ინფორმაციას ამის შესახებ გორის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროექტებს სოფლის მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით იმ შეხვედრებზე შეარჩევს, რომლებიც წინასწარ შედგენილი გრაფიკით 16 იანვრიდან დაიწყება.
“პროექტების შერჩევის პროცესი თებერვალში დასრულდება. შეხვედრები მუნიციპალიტეტის 112 დასახლებულ პუნქტში გაიმართება. პროგრამის ფარგლებში თითოეულ სოფელში 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. დასაფინანსებელი პროექტები მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განისაზღვრა”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2023“ – ის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტში ჩასატარებელი საერთო კრებებისა და კონსულტაციების გრაფიკი იხილეთ ბმულზე :
სოფლის პროგრამა 2023 – შეხვედრების გრაფიკი