გორში, იუსტიციის სახლის მიმდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი, რომელიც იჯარით არის გაცემული, საღამოს საათებში დაკეტილია.
ინფორმაციას საკრებულოს წევრი მამუკა ფანიაშვილი ავრცელებს და ფაქტის ამსახველ ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
ფრაქციის “გორი – საქართველოსთვის” თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მიწისქვეშა გადასასვლელი საღამოს საათებში იკეტება და დილამდე ასეა, რის გამოც ფეხით მოსიარულეები ვერ სარგებლობენ და გზის გადაკვეთა ავტომობილების სავალ ნაწილზე უწევთ.
“ეხლა არის ზუსტად დღის 09:10 საათი, იუსტიციის სახლთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი ისევ დაკეტილია. საკრებულოს გადაწყვეტილებით კი, მეიჯარე ვალდებულია არასდროს დაკეტოს მიწისქვეშა გადასასვლელი. ვინ არის პასუხუსმგებელი ამ მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, რომლებიც გვირაბის დახურვის გამო ფეხით გადადიან სავალ ნაწილზე?!”, – წერს ფანიაშვილი.
ინფორმაციისთვის, აღნიშნულ მიწისქვეშა გადასასვლელში სავაჭრო სივრცეა მოწყობილი.