“მე ჩემი პრინციპები მაქვს და იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ხშირი კონტაქტი არ გვაქვს, ხმაზე ვერ გცნობთ, ამიტომ არა ვარ დარწმუნებული, რომ ნამდვილად ჟურნალისტი ხართ”, – ასე უპასუხა გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზურაბ ჯირკველიშვილმა “მოზაიკას” კითხვას, გაიცა თუ არა ჯილდოები წინასაახალწლოდ სააგენტოში.
ჯირკველშვილმა “მოზაიკას” განუცხადა, რომ სატელეფონო კომენტარს არ გააკეთებს, რადგან ჟურნალისტის ნადმვილობაში ეჭვი ეპარება.
“მე როგორ დავადგინო, რომ “მოზაიკას” ჟურნალისტი ხარ, ტელეფონით ვერ გცნობ. ჩემი პასუხი დააფიქსირეთ, რომ ტელეფონზე ვერ გცნობთ და კომენტარს ვერ მოგცცემთ, რადგან არ ვარ დარწმუნებული, რომ ნამდვილად ის ხართ, როგორც წარმომადგინეთ თავი”, – გვითხრა ზურაბ ჯირკველიშვილმა.
ინფორმაციისთვის, საახალწლოდ ჯილდოები გაიცა სპორტისა და კულტურის სააგენტოებში.