გორის N1 საბავშვო ბაღი გათბობის სისტემის გაუმართაობის გამო დაიკეტა.
ინფორმაციას აღსაზრდელთა მშობლები ადასტურებენ. მათი თქმით გათბობის სისტემა გასულ თვეში დაზიანდა, აღდგენის შესახებ კი, მშობლებმა ადმინისტარიიცსგან პასუხი ამ დრომდე ვერ მიიღეს.
“გათბობის სისტემა გააკეთეს, რომელაც 2 კვირა იმუშავა და დაიწვა. ამბობენ რომ ნაწილს ვერ შოულობენ და დაკეტეს ისევ გაურკვეველი ვადით. ბაღი 29 დეკემბერს დაიკეტა მაგრამ 26 – ში გათბობა უკვე აღარ იყო. ელექტრო გამათბობელი ჩართეს, რადგან საახალწლო ღონისძიებები იყო და “პლიტით” გამთბარ ფოიეში იყვნენ ბავშვები”, – გვიყვებიან მშობლები.
გორის მუნიციპალიტეტის საბვშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 9 იანვარს აღდგა, თუმცა როდის განახლდება სწავლა პირველ ბაღში მშობლების თქმით ეს ჯერ გაურკვეველია.
“დღეს უნდა განახლებულიყო სასწავლო პროცესი, წუხელ დაპოსტა მასწავლებელმა რომ ბაღი არ იმუშავებს. როდემდე, ან სხვა კითხვაზე პასუხს არ გვცემენ, ჩვენ კი ვმუშაობთ და უდიდეს დიკომფორტს გვიქმნიან”, – ამბობრნ მშობლები.