კასპის მერია გაზეთებს მის მიერვე დაფუძნებული შპს-გან ყიდულობს. საუბარია ბეჭდურ გამოცემაზე “ახალი განთიადი”, რომლის დარიგებასაც უწყება ადმინისტრაციულ ერთეულებში აპირებს.
გაზეთების სანაცვლოდ, უწყება საკუთარ დაქვემდებაში მყოფ იურიდიული პირს 4 704 ლარს გადაუხდის.
ხელშეკრულების მიხედვით, შპს იღებს ვალდებულებას კასპის მუნიციპალიტეტში შემავალი 17 ადმინისტრაციული ერთეულს თვეში ერთხელ 11 ეგზემპლარი გაზეთი “ახალი განთიადი”, ხოლო კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თვეში ერთხელ – 9 ეგზემპლარი დაურიგოს. ერთი ეგზემპლარის ღირებულება 2 ლარია.
გაზეთი “ახალი განთიადი” 1931 წელს კასპში დაარსდა. თავდაპირველად ერქვა „კომუნიზმისაკენ“, ხოლო მოგვიანებით დაიწყო „განთიადის“ სახელწოდებით გამოსვლა. გაზეთის დამფუძნებელი შპს „ახალი განთიადია“, რომლის 100 პროცენტიანი წილის მფლობელი სახელმწიფო ორგანო კასპის მუნიციპალიტეტია.