ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ ხელშეკრულება გაუფორმა ახალი ამბების სააგენტოს “კვირა +”, რომელსაც ერთ წელში 4800 ლარს გადაუხდის.
ხელშეკრულების მიხედვით, სააგეტომ 2023 წელს ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობისა და ჩატარებული ღონისძიებების შესახებ უნდა გაავრცელოს ანონსები და პრესრელიზები, სააგენტოს მიერვე გადაღებული ვიდეო და ფოტომასალის დართვით. ერთი თვის მომსახურების ღირებულება 400 ლარია.
სააგენტომ ქარელის მერიას აღნიშნული მომსახურება უნდა გაუწიოს 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
დატოვეთ კომენტარი