გორში დედათა და ბავშვთა თავშესაფარი აშენდება.
ობიექტის მშენებლობის ადგილას დღეს სიმბოლურად კაფსულა ჩაიდო. კაფსულაში მოთავსებული იყო თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც თავშესაფრის მშენებლობის წარმატებით დასრულების მიზნით გაფორმდა.
ინიციატივა გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას ეკუთვნის.
„ის არამარტო თავშესაფარი, არამედ საგანმანათლებლო კერაც იქნება“, – აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
წმინდა სოფიოს, აღაპისა, პისტის და ელპიდის სახელობის დედათა თავშესაფარის მშენებლობას უნგრეთის საელჩო აფინანსებს.
დატოვეთ კომენტარი