იანვრიდან გორის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე გაზრდილ ხელფასს აიღებენ.
შესაბამისი დადგენილება საკრებულომ 2022 წლის 30 დეკემბრის სხდომაზე დაამტკიცა.
დადგენილების მიხედვით, ხელფასები გაეზარდათ პოლიტიკური თანამდებობის პირებს:
- მერი – 6050 ლარი;
- პირველი მოადგილე – 4840 ლარი;
- მეორე მოადგილე – 4235 ლარი;
- საკრებულოს თავმჯდომარე – 5566 ლარი;
- პირველი მოადგილე – 4356 ლარი;
- მეორე მოადგილე- 3509 ლარი.
ინფორმაციისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლიდან საჯარო სექტორში ხელფასები 10%-ით გაიზარდა.
დატოვეთ კომენტარი